ახალციხის ტბის ნაწილი თვეზე მეტია ჩაბნელებულია

794

ახალციხის ტბის მარჯვენა სანაპიროზე თვეზე მეტია რაც არცერთი ლამპიონი აღარ ანთია. “ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებასა და წყალანირებაში“ ამბობენ, რომ მიზეზი მიწის ქვეშ ელექტროსადენების დაზიანებაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით ამის შესახებ და დაზიანებული ხაზის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობას, როგორც კი დავასრულებთ ამ პროცესს ყველა ლამპიონი განათდება“, – ამბობს ჯემალ გიორგაძე.

ჯემალ გიორგაძის თქმით, ა(ა)იპ-ი საგაზაფხულო სეზონის გასახსენლად ემზადება: “იმისთვის, რომ ტბა დამსვენებელს ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდეს, პატარა სცენისა და ნავსაყუდელის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდება“.

მიმდინარე წელს, ა(ა)იპ “ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირებისთვის“ ადგიბლორივი ბიუჯეტიდან  240 000 ლარია გათვალისწინებული.