წინასწარ პატიმრობაში მყოფ დავით კირკიტაძეს “ნაცმოძრაობა”, სავარაუდოდ, ჭიათურის მერად წარადგენს

“ნაციონალური მოძრაობა“ ჭიათურაში მერობის კანდიდატად დავით კირკიტაძის წარდგენას აპირებს. ინფორმაციას “იმედინუსი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება “იმედინიუსმა” პარტიის რამდენიმე ლიდერთან სცადა, თუმცა ისინი ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

დავით კირკიტაძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, თუმცა ვინაიდან მის მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საარჩევნო კოდექსი არჩევნებში კენჭისყრას არ უკრძალავს. დავით კირკიტაძე წარმოშობით ჭიათურიდანაა.

კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გასული წლის 19 დეკემბერს წარუდგინეს. “ნაციონალური მოძრაობის წევრს გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიციელის მიმართ ძალადობას და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლემ 12 მარტს ისევ პატიმრობაში დატოვა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაატა ნადირაძემ 2018 წლის სექტემბერში თანამდებობა სკანდალურად დატოვა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჭიათურაში მერის არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი
ევროპის საბჭომ კულტურული მარშრუტების ხუთ ახალ მარშრუტს, მათ შორის, "ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტს" სერტიფიცირება მიანიჭა.
წინა სტატია სამმა პოლიტიკურმა პარტიამ - "ევროპულმა საქართველომ", "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "შენების მოძრაობამ" ჭიათურაში მერობის
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ პროექტებს დააფინანსებს. კონკურსის პირველ ეტაპზე ახალგაზრდულმა გუნდებმა მერიაში 9
"ქართულმა ოცნებამ" მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდის მერის პოსტზე მმართველი პარტიიდან კენჭს გიორგი
ჭიათურაში საზოგადოებრივი მოძრაობის "მომავლის ჭიათურას“ ორგანიზებით მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის სლოგანია "მოიშორე ტალახი“.
წინა სტატია კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში,
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ჭიათურის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 3
წინა სტატია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს ახალგაზრდები გამოეხმაურენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების მხრიდან კი ქმედითი და
ჭიათურის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტი სკოლის ძირითადი კორპუსის სრულად
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება. მერიის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებაში უკვე მოწესრიგდა გარე
ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოეწყო. მერიის ინფორმაციით, სკვერში გაზონები, ბაქნები, ბორდიურები და საკალათბურთო მოედანი
%d bloggers like this: