ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების ხელფასებზე 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

897

ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან თანამშრომელთა ყოველთვიური ანაზღაურებისთვის 1 500 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც ყვარლის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მარიამ შეყელაძე ამბობს, საკრებულოს სახელფასო ფონდი 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო მერიაში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის 1 100 000 ლარია გათვალისწინებული.

“2019 წლის ბიუჯეტიდან საკრებულოს და მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე 1 500 000 ლარი დაიხარჯება. პრემიის გაცემა კი წლის განმავლობაში არ იგეგმება. გამონაკლის შემთხვევაში პრემია, შესაძლებელია, მხოლოდ წლის ბოლოს, ხელფასის ფონდში ეკონომიის შემთხვევაში, თანამშრომელთა შეფასებების საფუძველზე გაიცეს”, – განაცხადა მარიამ შეყელაძემ.