ახალქალაქის მერია სოფლების აბრებზე არასწორად დაწერილ დასახელებებს გაასწორებს

137
არასწორადაა დაწერილი სოფლის სახელი (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა 13 თებერვლიდან სოფლების აბრებზე არასწორად დაწერილი დასახელებების შესწავლა დაიწყო.  ახალქალაქის მერია აბრებზე შეცდომით დაწერილ დასახელებებს გაასწორებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“ჩავატარე თათბირი, დავავალე შესაბამის სამსახურის თანამშრომლებს, რომ შეისწავლონ ეს ამ საკითხი. ისინი მოივლიან სოფლებს, გადაიღებენ ფოტოებს და სადაც შეცდომით იქნება დასახელება, გავასწორებთ. ისე მოვაგვარებთ საკითხს, რომ ეს მოსახლეობისთვის მტკივნეული არ იყოს“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

მისი თქმით, მერია სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე დამონტაჟებულ აბრებს არ შეისწავლის, რადგან ეს საავტომობილო გზების კომპეტენციაა: “ჩვენ მხოლოდ იმ აბრებს შევისწავლით, რომლებიც სოფლებშია“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის ათამდე სოფლის აბრაზე სოფლის დასახელება შეცდომითაა დაწერილი.