ახალციხის ბაღებში მშობლებს ზეიმებზე დასწრება აეკრძალათ

ახალციხის ბაღებში, გარდა გამოსაშვები ღონისძიებისა, ზეიმებზე მშობლების და ოჯახის წევრების დასწრება აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ბავშვების დაბადების დღეებზე ბაღებში ტორტების მიტანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ბაღებში ზეიმები თითქმის ყველა სეზონზე – საახალწლოდ, საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ ეწყობა. ასევე, იმართება გამოსაშვები ღონისძიება, იმ აღსაზრდელებისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღში სწავლას ამთავრებენ.

მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ზეიმებზე ლამაზი კაბებისა და მორთულობების გამო ბევრი ბავშვი იჩაგრებოდა, რადგან ახალი ტანსაცმლის ყიდვის, ან ქირაობის საშუალება ყველა მშობლეს არ ჰქონდა.

“ლამაზი კაბები კარგი იყო და მეც მომწონდა, მაგრამ ზოგს ამისი საშუალება არ ჰქონდა და განიცდიდა. გარდა ამისა, ზოგი ბავშვი ზეიმზე მშობელს რომ ხედავდა, ტირილს იწყებდა და ლექსს აღარ ყვებოდა. არადა მე ძალიან მომწონდა ღონისძებებზე დასწრება“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

გარდა ზეიმებზე მშობლების დასწრებისა, ბაღებში, ასევე, ბავშვების დაბადების დღეებზე ტორტების მიტანაც აიკრძალა. ამის შესახებ საბავშვო ბაღებში ინფორმაცია გამოკრულიცაა, მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე მშობელი ტორტს მაინც მიიტანს, ბაღის მენეჯერი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციიდან საყვედურს მიიღებს. ზეიმებისგან განსხვავებით, ეს აკრძალვა მშობლების დიდი ნაწილისთვის მისაღებია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბავშვები ზეიმებზე მშობლების დანახვისას ტიროდნენ, იძაბებოდნენ და ღონისძიებების ფორმატი ამიტომ შეცვალეს.

“შეცვლილი ფორმატით ჩავატარეთ საახალწლო ზეიმები, გვყავდა თოვლის ბაბუა და ფიფქია, გაერთნენ ბავშვები. რაც შეეხება ტორტებს, დიდი ხანია აკრძალულია დაბადების დღეების აღნიშვნა ბაღებში. ასევე, აკრძალულია სხვა ნებისმიერი პროდუქტის შეტანა სააღმზრდელო დაწესებულებებში. ამ საკითხზე მენეჯერები გაფრხილებულები არიან“, – აცხადებს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელძღვანელი მარინა მერაბიშვილი და ამატებს – “თუ ვინმე ბაღში სხვა პროდქუტს შეიტანს, მენეჯერს პირველ რიგში გაფრთხილებას მივცემთ, შემდეგ კი სხვა ღონისძიებებს მივმართავთ“.

მერაბიშვილის თქმით, ამ დრომდე გაფრთხილება არცერთი საბავშვო ბაღის მენეჯერს არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ბაღების გაერთიანებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის მომენტიდან დაიწყოს ბავშვებისთვის თანასწორობის და ადამიანის უფლებების ღირებულებების სწავლება არა თეორიულად, არამედ შეგრძნებების დონეზეც კი. თუ ერთ მშობელს აქვს შესაძლებლობა და დაბადების დღეზე ძვირფასი ტორიტით აღუნიშნავს, მეორე ბავშვს ალბათ ექნება გულისწყვეტა, რომ მის მშობელს ამის საშუალება არ აქვს. ეს გადაწყვეტილება ასეთი უთანასწორობის გამოვლენის საშუალებას ამცირებს. ბაღის ასაკიდან უნდა იცოდნენ პატარებმა, რომ არავინ არ არის არავისზე უპირატესი, ყველა განსხვავებული ვართ, მაგრამ ყველა თანასწორი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 26 საბავშვო-ბაღია, სადაც 2 024 აღსაზრდელი სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ბათუმის საბავშვო ბაღებშიც დაწესდა.

მსგავსი სიახლეები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერის
თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სკოლამდელი განათლების დაფინანსებისთვის 1 მილიონ 989 ათასი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას
"განათლების რეფორმაში ბაღებს წამყვანი როლი ექნებათ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ ლაივში ბაღების მასწავლებლების
დაბა შუახევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის გამო  80 ბავშვი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მმართველებს
არასამთავრობო ორგნიზაცია  Civitas Georgica-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მესხიძე, droa.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ სკოლამდელი  აღზრდის საკითხი
როგორია სკოლამდელი განათლების ხარისხი საქართველოში - Uniсef-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საჯარო დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების ხარისხის
ქუთაისში, საბავშვო ბაღებში ზფხულის არდადეგების დასრულებამდე, ორი მორიგე  ბაღი იმუშავებს. ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის
თბილისში სკოლამდელი განათლების სფეროთი დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები"-ს (Save the Children)
საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ტექნიკური
საქართველოს მთავრობამ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი
საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში
საქართველოს მთავრობამ, საბავშვო ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, სპეციალური კრიტერიუმები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2018 წლიდან შედის.
პარლამენტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის განხორციელების მეთვალყურეობის მიზნით დაარსებული საკოორდინაციო საბჭო,
%d bloggers like this: