საავტომობილო გზების დეპარტამენტი თებერვალსა და მარტში 52 ტენდერს გამოაცხადებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში 485 მილიონი ლარის ღირებულების 52 ტენდერს გამოაცხადებს.

“აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ტენდერებში შედის საპილოტე პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით , რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა კახეთის რეგიონში და მიმდინარე წელს გურიის რეგიონში დაიწყება. შესრულების და შედეგზე დაფუძნებული გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 5 წლიანი პროექტის ( PBC), რომლის ფარგლებში განხორციელდება 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და 240 კმ-მდე გზის მიმდინარე შეკეთება.

2019 წელს პირველად საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისათვის დამოუკიდებელი ბიუჯეტია გამოყოფილი,  9 მილიონი ლარი დაიხარჯება საქართველოს მასშტაბით საგზაო ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებისათვის, რაც მოგვცემს საშუალებას მთელი საქართველოს მასშტაბით მეტად უსაფრთხოდ  და კომფორტულად გადავაადგილდეთ.

სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები სამშენებლო კომპანიებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ტარდება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ ინიციატივის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს და დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

მსგავსი სიახლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიას ექვს ჯგუფიანი საბავშო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის 1 009
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 3 379
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვისთვის, მერიამ, 17 აპრილს,
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომლის რეაბილიტაციასაც 174 888 ლარი მოხმარდება,
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. როგორც ზუგდიდის მერიაში
წინა სტატია აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა,
გორის მუნიციპალიტეტის მერია 315 000 ლარად მცირე ტევადობის ნაგვის გასატან სპეციალური მანქანებს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი
ანაკლია-განმუხურში საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისა და  ბულვარის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკებისა და ველობილიკების აღდგენაზე ტენდერი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადენ, 180 ბავშვზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის, მისი მიმდებარე ქუჩებისა და ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ "300 არაგველში“ შექმნილ შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მეტროს ვაგონები მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით,
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ბეტონის ბორდიურები
%d bloggers like this: