ზუგდიდში მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

826

სამეგრელო-ზეო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვა-შენარჩუნებისა და მათთვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ ხელისუფლებას ამ პრობლემას და მოვითხოვთ ამ საკითხზე დისკუსიას. ასევე, მოვითხოვთ ხელისუფლებიდან წავიდეს ქართული ოცნება, რადგან სწორედ მის პირობებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა შეექმნა ენებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა იური ღვინჯილიამ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია გავიდა. მან ენების გადარჩენის საკითხზე დისკუსიის გამართვაზე შეკრებილებს თანხმობა განუცხადა.