დიდუბის რაიონში სხვადასხვა მისამართზე გზას აწესრიგებენ

768

დიდუბის რაიონში სხვადასხვა მისამართზე ასფალტის საფარს აწესრიგებენ. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აკაკი წერეთლის გამზირის N69, 71, 73, 73ა და ბ-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და წყალარინების ქსელი უკვე შეიცვალა. ასევე, ასფალტის საფარი იგება აკაკი წერეთლის გამზირის N88-ში და დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-10 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ.

უახლოეს დღეებში კი სამუშაოები წერეთლის გამზირის N67-ში, დისევის ქუჩასა და თევდორე მღვდლის ქუჩის N53-ში დაიწყება.

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია “დრო“ ახორციელებს.