გელა კაპანაძე გორის კულტურის სააგენტოში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

126

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გელა კაპანაძე საკადრო ცვილებებს არ გამორიცხავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“გარკვეული დრო მჭირდება, რომ კარგად გავერკვე აქ არსებულ სიტუაციაში და ალბათ, საკადრო ცვილებებიც იქნება. როცა მოვედი მაშინვე დავაანონსე ამის შესახებ. კონკრეტულად, როდის დაიწყება ეს პროცესი, ჯერ არ გადამიწყვეტია. შესასწავლი მაქვს შტატები, რაოდენობა, საჭიროება და ასე შემდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს თანამშრომელთა შემცირებაც“, – განაცხადა გელა კაპანაძემ.

გელა კაპანძე კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად ერთი კვირის წინ დაინიშნა. მანამდე ის გორის ვიცემერის თანამდებობას იკავებდა.