ზესტაფონის მერი სოფლის საერთო კრებებს დაესწრო

142

დილიკაურისა და შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გაიმართა.

როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დილიკაურში, საკონსულტაციო შეხვედრას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე ესწრებოდა.

შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ეგიდით იმართება და პროექტში მოსახლეობის ჩართვასა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსების საჭიროებისამებრ განკარგვას ისახავს მიზნად.

შეხვედრებზე, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტები ამბულატორიის რეაბილიტაციას, საუბნო გზების მოწყობას და წყლის სისტემების აღდგენასა მიენიჭა.

“ეს არის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან მოსახლეობა თავად განკარგავს აღნიშნულ თანხას. მთავრობის გადაწყვეტილებით კი თავდაპირველად გათვალისწინებული თანხები ყველა სოფელს გაუორმაგდა. ეს გაცილებით მეტ საშუალებას აძლევს მოსახლეობას, საერთო გადაწყვეტილებით, გაიუმჯობესონ მდგომარეობა თავიანთ სოფლებში“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.