წელს 700 მილიონიანი პროექტი – “ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“ იწყება

709

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლიდან საქართველოში ADB -ის პროექტი – “ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“ იწყება. ცქიტიშვილის თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას გულისხმობს.

“საქართველოში ADB-ის ძალიან კარგი პროექტი “ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“ იწყება, რომლის განხორციელებაც 2019 წლიდან დაიწყება. ჩვენ წვდომა გვექნება ამ ფინანსებზე, თუმცა უკვე 2020 წლიდან აქტიური განხორცილებების ფაზა დაიწყება. ეს არის 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება სამეგრელოს, მესტიის, თელავის, თუშეთის და თბილისისკენ. ADB-ის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება იქ, სადაც ეს არის საჭირო, ასევე, ბიზნესკომპონენტის დაფინანსება მცირე სესხების სახით. ამასთან, არის სხვადასხვა მწვანე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა და ა.შ. ანუ საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია, რომელიც რეგიონული განვითარების ჩვენს ხედვაში სრულიად ჯდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.