გალში მოსახლეობამ ენგურის ხიდის ჩაკეტვა გააპროტესტა

ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინი მოქალაქეებმა გალის დეფაქტო ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. გამოცემა “ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, დაახლოებით, 80-მდე მოქალაქემ ენგურის ხიდზე გადაადგილების აკრძალვის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გავიდა და მისი თხოვნით საუბარი სააქტო დარბაზში გაგრძელდა. “ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.

“აუცილებელია გავიგოთ, რომ აკრძალვა შეეხება პრევენციას რათა არ გავრცელდეს. ე.წ. ღორის გრიპი აფხაზეთში. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ 2016 წელს ამ ვირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა ჩვენთან“,- განაცხადა თემურ ნადარაიამ. როგორც გამოცემა წერს, საუბრის შედეგად რამდენიმე ადამიანს, მათი საქმის ინდივიდუალურად განხილვის შემდეგ გადაადგილების უფლება მისცეს. თუ რა გამონაკლისზეა საუბარი, გამოცემა არ აკონკრეტებს.

“ნუჟნაია გაზეტა” წერს, რომ მოქალაქეები ე.წ. საზღვარზე სხვადასხვა მიზეზით ყოველდღურ რეჟიმში გადაადგილდებიან, მათ შორის, სასწავლებლად, სამუშაოდ, სავაჭროდ, სოციალური დახმარების მისაღებად და სამკურნალოდ.

როგორც გამოცემა “ლაივპრესი” წერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს, მიზეზი კი ამ რეგიონების ფაქტობრივად სრული იზოლაციაა, რომელიც უკვე მეთორმეტე დღეა გრძელდება.

მინისტრის განმარტებით, ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფული მდგომარეობა ცხინვალის რეგიონშია, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაიკეტა.

“შესაბამისად, მოსახლეობას არ აქვს წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის საკვებზე. მოცემულობა არის რთული და არასტანდარტული. მოსახლეობის ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ენგურის ხიდი ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მიზეზით 11 იანვარს ჩაიკეტა. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციით, კარანტინი ორი თვე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შესაბამისი განკარგულებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის
ოკუპირებული ცხინვალი ყაზბეგის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს. ამ საკითხზე ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეფაქტო საგარეო
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე შევა დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ
წინა სტატია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. ამის მიზეზი კი მათი
დღეს ქალაქ ცხინვალში, სატვირთო ავტომანქანებით, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ოსურ სააგენტოზე
წინა სტატია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ისაუბრა,
წინა სტატია დედაქალაქის მერიაში მოქალაქეების მიერ შექმნილ ონლაინ-მანიფესტს გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას
Manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელის
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან სპეციალურ ჯგუფს აგზავნის. ცხინვალის მედიის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და 16 ჰექტარი მიწის
ქუთაისში თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი
წინა სტატია თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები ახალი რეგულაციების გადავადებას და თბილისის მერთან
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლები მერიის მიერ შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები
%d bloggers like this: