ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრს საჩუქრად ცოცხები გადასცეს

718

მანამდე ამ ფაქტს წინ უძღოდა დეპუტატებს შორის კამათი. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მერიის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაზე საუბარს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ, მხოლოდ 150 ლარის ლიმიტი ექნებათ. პაატა ადამიას თქმით, იმის ფონზე, როცა მედიკამენტებზე ფასები იზრდება, ეს თანხა მიზერული გამოდის.

პაატა ადამიას განცხადებით, ეს პროგრამები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ფუნქციონირებდა და მას შემდეგ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. მის ამ სიტყვებს უმრავლესობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები რევოლუციურია.