ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭა

175

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბახმაროს დასახლება და მას დაბის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას ზღუდავდა.

“მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს. უკვე შემუშავებულია სივრცითი განვითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომარაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე, ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე – დამსვენებლებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.