ცნობილია, რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისში საახალწლოდ (ვიდეო)

წინა სტატია

თბილისში საახალწლოდ გამართულ ყოველდღიურ აქტივობებს შორის დაგეგმილია: საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო ვორქშოფი, საშობაო წისქვილი-კოშკი, ზღაპრის გმირები, ღია კინოთეატრი, გასტრონომიული მარკეტი, სახის მოხატვა, თოვლის ბაბუის სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად. ასევე, გაიმართება მაკნატუნების მარში, მოძრაობის თეატრის მსვლელობა, თოჯინების თეატრი და ბასტისა და ბუბუს კონცერტი.

პროგრამის მიხედვით, ყოველდღიურად დაგეგმილია სხვადასხვა მომღერლისა თუ მუსიკალური ჯგუფის კონცერტი. საღამოებს კი მუსიკალურად DJ გააფორმებს.

ღონისძიებების პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

რაც შეეხება გალაკონცერტს ის 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება და როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა ყველა ღონისძიება იქნება  საახალწლო სოფელში, რესპუბლიკის მოედანზე. ამასთან, მერიის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა. აღნიშულ ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.

ასევე, ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც წინასაახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართულია.

თბილსისი მერი სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ თბილისში მგზავრებს საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსები მოემსახურება და ახალი წლის ღამეს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები აქვს.

მსგავსი სიახლეები