თერჯოლის სოფელ სიქთარვაში წყალსადენის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

653

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში წყალსადენის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ცენტრალური მაგისტრალი, სატყმბი სადგური  და რეზერვუარი მოეწყობა. ამასთან, სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ დაქსელვა-გამრიცხველიანებასაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ 650 ოჯახი სასმელი წყლით  მომარაგდება.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 671 375 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კონფორტმშენ XXI“ აწარმოებს.