ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ებს ხელფასებისთვის დამატებითი თანხები გამოეყო

729

წინა სტატია

“ქუთაისის ბიუჯეტი 173 600 ლარით გაიზარდა და მთლიანად 2018 წლის ასიგნებებმა 66 517 200 ლარი შეადგინა”- ამის შესახებ მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ტარიელ მაკარიძემ განაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

მან ქალაქის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

ცვლილებების თანახმად, თანხები მერიის შემდეგ ა(ა)იპ-ებს დაემატა: ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს”- 15 ათასი, კულტურის ა(ა)იპ-ს – 135 ათასი, საკალათბურთო გუნდს “ქუთაისი 2010-ს” 150 ათასი, ხოლო ხელბურთის გუნდს – 25 ათასი ლარი დაემატა.

“ბიუჯეტს თანხები წინა წლის პროექტებიდან და გრანტების სახით დაემატა, გარდა ამისა მოხდა თანხების გადანაწილება და მერიის ა(ა)იპ-ებს თანხები დაემატა, რომ მათ წლის ბოლოს არ შექმნოდათ შეფერხებები კომუნალური ხარჯებისა და ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით”,-განაცხადა მერიის წარმომადგენელმა.

ცვლილება შეეხო სოციალური საცხოვრისისათვის წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხასაც, რომლის გამოყენებაც არ მოხდა და 528 ათასი ლარი მთლიანად გადავიდა მომდევნო წლის ბიუჯეტში. ოპოზიცია დაინტერესდა აღნიშნული საკითხით. “საცხოვრისთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოკვლევის შედეგიდან გამომდინარე”,-განაცხადა მაკარიძემ.

ტარიელ მაკარიძის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მხრივ პრობლემები არ არის. “მე მგონი ბიუჯეტი დასრულდება ნაშთით 3 მილიონის ფარგლებში”,-განაცხადა მან.