რას აპირებს ხელისუფლება დეცენტრალიზაციისთვის და რას სთავაზობენ ექსპერტები

ტელეკომპანია “კავკასია”

როგორც ცნობილია, ხელისუფლება დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია ჯერ მომზადებული არ არის, მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ახალი სქემა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერის ნაცვლად, დღგ-ის 19%-ს გაუნაწილებს. ცენტრალურ ბიუჯეტში გადაინაცვლებს საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც, რაც 2017 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში რჩებოდა. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის ინიციატივას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ დაფინანსების ეს მოდელი ფისკალურ დეცენტრალიზაციას ვერ უზრუნველჰყოფს და საკუთარ მოდელს სთავაზობენ.

კონკრეტულად, რა ინიციატივა აქვთ მათ და რას სთავაზობენ ხელისუფლებას, კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრმა, ირაკლი მელაშვილმა თოქშოუში “ბარიერი” ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები