წელს გორის მერიის თანამშრომელთა მივლინებებზე 27 339 ლარი დაიხარჯა

1029

ბოლო 10 თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამივლინებო ხარჯი ყოველ თვე გაიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მერიის თანამშრომელთა მივლინებებზე მიმდინარე წელს 27 339 ლარია დახარჯული. აქედან 12 740 ლარი – სწავლებისა და ტრენინგებზე დასწრების მიზნით მივლინებებისთვის, 14 599 ლარი კი ფორუმებში, შეხვედრებში მონაწილეობისა და პრეზენტაციებისთვის დაიხარჯა.

სამივლინებო ხარჯები თვეების მიხედვით:

თვე

ფორუმი, შეხვედრა, წარდგენა, პრეზენტაცია

სწავლება, ტრენინგი

იანვარი 102 ლარი 0 ლარი
თებერვალი 2 072 ლარი 1 352 ლარი.
მარტი 455 ლარი 492 ლარი
აპრილი 5 432 ლარი 3 108 ლარი
მაისი 805 ლარი 546 ლარი
ივნისი 5 932 ლარი 1 305 ლარი
ივლისი 447 ლარი 5 026 ლარი
აგვისტო 2 919ლარი 0 ლარი
სექტემბერი 1 040ლარი 2 653 ლარი  
ოქტომბერი 827 ლარი 1 056 ლარი

შეგახსენებთ, რომ გორის მერიამ 10 თვეში სატელეფონო კომუნიკაციისთვის 33 975 ლარი, ხოლო, საწვავისთვის 45 841 ლარი დახარჯა.