რას მოხმარდება ქედის მერის სარეზერვო ფონდი?

ქედის მერის სარეზერვო ფონდი ამ ეტაპზე 20 ათასი ლარია. როგორც ლევან გორგილაძე ამბობს, თანხის დიდი ნაწილი ძირითადად, იმ მოქალაქეებისთვის გამოიყო, რომელთაც გადაუდებელი ოპერაციები სჭირდებოდათ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით თანხის ხარჯვის შემუშავებული კრიტერიუმები არ აქვს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი შესაბამისი სამსახურის უფროსები და თემის რწმუნებულები ერთვებიან.

მსგავსი სიახლეები