ელექტრომობილებისთვის თბილისში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება

წინა სტატია

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ელექტრომობილებისთვის დედაქალაქში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება და თავის მხრივ აღნიშნა, რომ მერია მზად არის ელექტრომობილების მფლობელებისთვის კონკრეტულ მისამართებზე  ელექტროდამტენები დააყენოს.

“გუშინ შეხვედრა გვქონდა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოვაწესრიგოთ, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ და ა.შ.

ჩემთვის რაც სასიამოვნოა, გუშინდელ შეხვედრაზე საბანკო სექტორმა გამოხატა სრული მზადყოფნა და თანადგომა, რომ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ფორმით ამ პროექტების განვითარებაში. ისინი აპირებენ სრულად ჩაანაცვლონ თავიანთი საავტომობილო პარკი ჰიბრიდული და ელექტროძარავიანი ავტომობილებით. ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდანაც არის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. ეს მიმართულება გაგრძელდება.

წლის ბოლოს გვეყოლება სრულიად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ევროპული ტიპის ავტობუსები. ასევე, ჩვენ ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, სადაც საბანკო სეტქორიც იქნება წარმოდგენილი. საბანკო სექტორი მზად არის შეიმუშაოს კონკრეტული მოდელი, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ. ეს შეიძლება იყოს შეღავათიანი სესხები, რაც მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება გარკვეული შეღავათები, მაგალითად, მე ახლავე შემიძლია გავაჟღერო, რომ ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება ქალაქში საპარკინგე ადგილები. ასევე, დედაქალაქის მერია მზად არის ელექტრომობილების მფლობელებისთვის კონკრეტულ მისამართებზე დააყენოს ელექტროდამტენები. ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს მუნიციპალიტეტი“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები