კრწანისის რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფს ამაგრებენ

კრწანისის რაიონში, ვერცხლის ქუჩის N24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფს, ამაგრებენ.

გამგეობის ინფორმაციით, სახლის ავარიულობის გამო, სახლის გამაგრების გადაწყვეტილება მიიღო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფის ხის კოჭური გადახურვის გამაგრება მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები