ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოს მშენებლობა იგეგმება

783

სოფლის მეურნეობის განვითარების, მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის ცენტრის მოწვევით ლანჩხუთში შპს “ჯორჯიან ტექნოლოგის” მმართველი პარტნიორი (თავმჯდომარე) აჰმედ ონერი და ამავე კომპანიის წარმომადგენელი მერაბ ფუტკარაძე იმყოფებოდნენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრას ა(ა)იპ-ს თავმჯდომარესთან და თანამშრომლებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მერის მოადგილეს, გიორგი ფაცურია ესწრებოდნენ.

მერიის ცნობით, შეხვედრის მთავარი მიზანი ლანჩხუთში ქარხნის აშენების საკითხი იყო, რაც პირველ ეტაპზე 2 000 კვ.მ. ფართობის საწარმოს აშენებას გულისხმობს, სადაც დამზადებული მოწყობილობები ექსპორტზე აშშ-სა და კანადაში გავა. მათივე ცნობით, წლიური საექსპორტო მოცულობა 50 მლილიონიაშშ დოლარია. ამასთან, ქარხანაში საშუალოდ 100 სპეციალისტი დასაქმდება, რომლებსაც ადგილზე  სპეციალური გადამზადების კურსები ჩაუტარდებათ.