9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 8 893 622 ლარი დაიხარჯა

121

ჩუღურეთის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 893 622 ლარი დაიხარჯა.

გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 42 080 კვ.მ ფართობზე; მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტირდა 15 მისამართზე; მოეწყო გრუნტის დამჭერი 22 კედელი; სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია ჩატარდა 35 მისამართზე; რეაბილიტირდა 21 სპორტული მოედანი; გამწვანების სამუშაოები 408 მისამართზე განხორციელდა; ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 76 მისამართზე ჩატარდა; დამონტაჟდა ტრენაჟორები 4 მისამართზე; დემონტაჟი ჩაუტარდა 10 ავტოფარეხს; ჩატარდა 9 კულტურული და სპორტული ღონისძიება; ხოლო, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 24 მისამართზე განხორციელდა;