ქუთაისის მერიამ დიმიტრი სამხარაძის მამას 13 750 ლარი გადაურიცხა

764

ქუთაისის მერიამ  “ქართული ოცნების” წევრის, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძის მამას ექსკუზიური ხელშეკრულების საფუძველზე 13 750 ლარი გადაურიცხა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

აღნიშნული თანხა ქუთაისის მერიის მიერ ბოლო სამ თვეში გასართობი ღონისძიებებისათვის ექსკლუზიური ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული ყველაზე სოლიდური გადარიცხვაა.

უცხოეთში მოღვაწე ცნობილმა ჯაზ-მევიოლინემ ბენდთან ერთად კონცერი მესხიშვილის თეატრში 24 აგვისტოს ჩაატარა. მან კონცერტი ქუთაისში გასულ წელსაც გამართა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტში მონაწილეობისათვის 2 500 ლარის ხელშეკრულება სოფო ბათილაშვილთან გაფორმდა, იმავე კონცერტში მონაწილეობისათვის  ია ტომაშს – 377 ლარი,  ოთარ კვალიაშვილს – 375 ლარი, თამარ გიორგაძეს – 375 ლარი ერგოთ.

25 სექტემბერს გასართობი ღონისძიების  1 375 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ვახტანგ კიკალეიშვილთან. ამასთან, სექტემბერში ანალოგიური ტიპის ღონისძიებებისათვის კიდევ რამდენიმე წვრილი გადარიცხვა განხორციელდა.