ზუგდიდში “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

1060

ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ა(ა)იპ-ის დირექტორი ზვიად ქარჩავა აცხადებს, 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ამ ეტაპზე მათთვის ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ხოლო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საჭიროებისამებრ განახლდება ხელშეკრულებები“, – აცხადებს ქარჩავა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ ა(ა)იპ-ში 9 ადამიანი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ა(ა(იპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო.