ქედის ცენტრალურ პარკს, შესაძლოა, ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭოს

875

ქედის ცენტრალურ პარკს, შესაძლოა, პოეტ ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭოს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ამის შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალქეებმა რამდენიმე თვის წინ მიმართეს. სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელა და ახლა ჯერი, საქართველოს სამთავრობო კომისიაზეა.

“განცხადების შემოსვლის შემდეგ, მოხდა მოსახლეობასთან შეხვედრა, მომზადდა დასკვნა და ახლა სამთავრობო კომისიის დასკვნას ველდოებით, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ დადებითად გადაწყდება“ – ამბობს ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე.