5-6 ოქტომბერს აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

231

5-6 ოქტომბერს ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს “განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი, რაც სტუმრებს საშუალება მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს.

სოფლის ტურიზმის ფესტივალ “განდაგანას“ მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების თემატური კუთხეები. ამასთან, სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში.

ფესტივალი 2015 წლიდან რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.