საბურთალოს რაიონში, რამდენიმე მისამართზე, გზას აწესრიგებენ

623

საბურთალოს რაიონში, ხახულისა და გახოკიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.

გამგეობის ცნობით, ხახულის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2 000 კვ.მ ფართობზე, ხოლო გახოკიძის ქუჩაზე 1100 კვ.მ-ზე დაიგო. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია “GWP-მა“ წყლისა და წყალარინების ქსელიც შეცვალა.

“საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.

ამასთან, ასფალტის პირველი ფენა 1 955 კვადრატულ მეტრზე, შარაშიძის ქუჩაზეც დაიგო. ნუცუბიძის ქუჩის N36, N38, N40-ში კი, ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც ბორდიური უკვე მოეწყო. ასევე, შიდა ეზოები მოწესრიგდა ცინცაძის ქუჩა N11-სა და დოლიძის N21-შიც.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 461 761 ლარით დაფინანსდა.