რა აქტივიბებს ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად (ვიდეო)

730

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ და მასში შემავალმა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებმა მოქაალქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საკრებულოს ,,სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის“ თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს კომისიის მიერ ინიცირებულ საკითხებზე, არსებულ პრობლემებზე, მისი გადაჭრის გზებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ლევან კოჭლოშვილმა ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსა და მისი გაუმჯობესების გზებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა გადაწყვეტილების პროცესში ხელს შეუწყობს მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდას.

“მე ვთხოვე ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამხმარებოდნენ შეხვედრის ორგანიზებაში. მთავარი მიზანი არის ის, რომ მაღალი იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მივაწოდოთ ადგილობრივებს ინფორმაცია, როგორ ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და სხვა. დღეს საჯარო შეხვედრაზე ჩვენ დამსწრეებს მივაწოდეთ ინფორმაცია რას ვაკეთებთ, რა არის პრიორიტეტული საკითხები და რას ვგეგმავთ სამომავლოდ. მოვისმინეთ მოსახლეობის აზრიც და ვფიქრობ, ეს მნიშვნელვანია გამჭირვალე მუშაობისთვის.

გარდა ამ შეხვედრისა, ჩვენი კომისია ასევე აქტიურად მართავს შეხვედრებს სოფლებშიც. ვესაუბრებით მოსახლეობას, ვაწვდით სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციას და ვიგებთ, რა აწუხებთ მათ. ვფიქრობთ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ჩართულობის გაზრდას და მოსახლეობის მოთხოვნები აისახება კონკრეტულ პროექტებში. კომისიის ასეთ ფორმატში მუშაობის ფაქტი სიახლე იქნება საქართველოში’’, – განაცხადა ლევან კოჭლოშვილმა.

შეხვერდრა თელავის საკრებულოს “სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის“ მიერ NDI-ს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.