მაიზერ ნანავას პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტის გამო უჩივლეს

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მოადგილე მაიზერ ნანავას, რომელმაც ზუგდიდის მერის მოვალეობა უნდა შეასრულოს, ფეისბუკზე სამუშაო საათებში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პოსტის გამოქვეყნების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ უჩივლა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„მაიზერ ნანავა სამუშაო საათებში ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგით ნომერს, სტატუსით „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამუშაო საათებში საჯარო მოხელის მიერ პრეზიდენტის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებით, დაირღვა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების კანონით დადგენილი წესი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

შესაძლებელია, რომ მაიზერ ნანავას მხრიდან ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, – განმარტავს ორგანიზაცია.

თავად მერის მოადგილე აცხადებს, რომ ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მოკვლევა.

“საჩივრის შესახებ ინფორმირებული ვარ, თუმცა ეს ჩემი პირადი გვერდია. საოლქოში მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა მაიზერ ნანავამ.

მერის მოადგილის მიერ სოციალურ ქსელში სამუშაო საათებში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტის გამოქვეყნების გამო რა გადაწყვეტილებას მიიღებს საოლქო კომისია, ამის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

“აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა, რის შემდეგაც მივიღებ გადაწყვეტილებას, შედგეს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აქტი“, – განაცხადა მირანდა მესხმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულებისას გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ კომენტარი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ გადაცემა "დისკუსია ლაივპრესში“ სტუმრობისას, რომელიც წინასაარჩევნო
ახალქალაქის მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის ფეისბუქის პირად გვერდზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ინფორმაცია სამუშაო
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა უმრავლესობას
სტატია მომზადებულია "კახეთის ხმის" მიერ. ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია ქვეყნის წინაშე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც
გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მერიაში არსებულ კომპიუტერებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გარდა, Facebook-ი ყველგან დაბლოკილია. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა"
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. გურჯაანის მერიის
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 13 ახალ თანამშრომელს კონკურსის წესით შეარჩევს. დასაქმების მსურველებმა განაცხადი საჯარო სამსახურის ეროვნული
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც მერიის
საქართველოს მთავრობამ პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 22
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე დახრული კონკურსი გამოაცხადა. მერიაში ამბობენ, რომ თავისუფალია ინფრასტრუქტურის, სივრცითი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში 9 ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადდა. მერიის ინფორმაციით, თავისუფალია ადმინისტრაციული ერთეულის 4
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სამი საჯარო მოხელე მისცა პასუხისგებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი
%d bloggers like this: