ბათუმში ე.წ მარშრუტკები ღამის 11 საათამდე, ხოლო ავტობუსები 12 საათამდე იმუშავებენ

1116

ქალაქ ბათუმში ახალი რეგულაციით სამარშრუტო ტაქსები 8-ის ნახევრიდან 23 საათამდე ხოლო, მუნიციპალური ავტობუსები 24 საათამდე იმუშავებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

განსხვავებული იქნება ზაფხულის გრაფიკი. ახალი რეგულაციებით, მიკროავტობუსების მძღოლებს სამუშაო დრო გაეზრდებათ და ვალდებულება ექნებათ, შვიდი საათიდან ღამის 12 საათამდე იმუშაონ.

ბათუმის საქალაქოს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ემზარ ქავჟარაძე მბობს, რომ კონკრეტულ მონაკვეთებში გადაადგილების ინტერვალიც შემცირდება, მაგალითად დილის საათებში და პიკის საათში. სხვა დროს კი სტანდარტული გრაფიკი იქნება.

არ არის გამორიცხული მიკროავტობუსების გადაადგილების მარშრუტიც ნაწილობრივ შეიცვალოს. სატრანსპორტო სამსახურის უფროსი მოსახლეობას მოუწოდებს, ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში ბათუმის მერიას წერილობით მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა  1 სექტემბერს შეიცვალა.