თიანეთის სოფელ ჟებოტაში გარეგანათებას ამონტაჟებენ

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში გარეგანათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, სოფელ ჟებოტის ცენტრალური ქუჩის გარეგანათების მოწყობის სამუშაოებს ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური ახორციელებს.

როგორც თიანეთის მერიაში აცხადებენ, ქუჩაზე სულ 36 ერთეული ენერგოეფექტური ნათურა განთავსდება. ხოლო, გარეგანათების მოწყობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები