ხულოს ბიუჯეტი 456 900 ლარით გაიზარდა (ვიდეო)

წყლის პრობლემაზე დღეს ხულოს საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრეს. მმართველი და ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით  ვაშლოვანში 80-მდე ოჯახს  წყალი საერთოდ არ მიეწოდება და პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხულოს ბიუჯეტი 456 ათას 900 ლარით გაიზარდა და 11 მილიონ 100 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბიუჯეტის ზრდა ქონების გადასახდის ხარჯზე მოხდა. თანხების ძირითადი ნაწილი სოფლებში წყალსადენის მშენებლობისთვის, სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის და სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძებებზე გადანაწილდა.

ამასთან, ხულოს საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ექვსი თვის ბიუჯეტის ანგარიში შეაჯამეს. საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში  50-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები