მამუკა წოწორია: ამ კვირაში გახდება ცნობილი თუ რა ცვლილებები შევა ზუგდიდის სტადიონის პროექტში

924

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თუ რა სახის ცვლილებები შევა ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მეორე ეტაპის პროექტში, ეს ამ კვირაში გახდება ცნობილი. განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე. მისი თქმით, ცხადია, პროექტირებისას გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, რასაც არ უარყოფენ, პირიქით, ღიად საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც აუცილებლად გამოსწორდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

პროექტში რომ შესწორებები შევა, ამის შესახებ მერიის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებების თაობაზე. მათ შორის მოირღვევა ბეტონის კედელი, რაც თავის დროზე მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ასევე გასწორდება ტრიბუნა, საიდანაც სტადიონის ნაწილი არ ჩანდა.

ზუგდიდში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა 2019 წლისთვის დასრულდება.