საკრებულოს დეპუტატის ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის ერთ-ერთ მარკეტში პური უფასოდ რიგდება

1274

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩის N41-ში მდებარე მარკეტში, პური უფასოდ რიგდება. როგორც გამყიდველი საუბრისას აღნიშნავს, საკრებულოს დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ გარკვეული თანხა გადაიხადა იმისთვის, რომ 50 თეთრიანი პურები  მარკეტში უფასოდ დაერიგებინათ. ინფორმაციას Newposts.Ge ავრცელებს.

როგორც საკრებულოს დეპუტატი ამბობს, მსგავს აქციებს კიდევ გეგმავს.

“ეს არ არის პირველი აქცია, მანამდეც გავაკეთე და კიდევ ვაპირებ მცირედი წვლილი შევიტანო ადამიანების კეთილდღეობისთვის. დღეს, ხარებავაზე, ერთ-ერთ მარკეტში გადავწყვიტე მოსახლეობისთვის პური შემეძინა. გამყიდველს ვკითხე რა რაოდენობის პური იყიდებოდა საშუალოდ და შესაბამისი თანხა გადავიხადე”, – განმარტავს მერაბ კვიცარიძე.

ამ დროისთვის უფასო აქციით 30-მდე ადამიანმა ისარგებლა. კვიცარიძის თქმით, შემდეგი აქცია უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება.