ხობში, სავარაუდოდ, 60 მილიონი წლის წინ გადაშენებული ზღვის ცხოველების ნიმუშებია აღმოჩენილი

1043

წინა სტატია

ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში, ნაპოვნი მომრგვალო ფორმის დიდი ზომის მინერალები, სავარაუდოდ, 60 მილიონი წლის წინ გადაშენებული ზღვის ცხოველების ნიმუშებია. ამის შესახებ ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა ირაკლი ბერაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

“საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე პრეზიდენტმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ჯანელიძემ ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში აღმოჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნების შესახებ წინასწარი დასკვნა წარმოადგინა.

მისი განცხადებით მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიმობნეული გეოლოგიური წარმონაქმნები კირქვიანი კონკრეციებია, რომელიც მდინარის დინების მიერაა დამუშავებული და აღნიშნავს რომ, ასეთი ფორმისა და ზომის ნიმუშები დიდ იშვიათობას წარმოადგენენ. მისივე ვარაუდით არსებული ნიმუშები დიდი ხნის წინათ გადაშენებული ზღვის ცხოველებს, ე.წ. ამონიტებს გვანან, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ.

მოსაზრების გასამყარებლად კი შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:
1.მოხდეს აღმოჩენილი წარმონაქმნების გადატანა შესაბამის ადგილზე მათი ნგრევა-განადგურებისგან დაცვის მიზნით;
2. ნიმუშები შესწავლილ იქნას პროფესიონალი პალეონტოლოგებისა და ლითოლოგების მიერ”, – წერს ირაკლი ბერაია.

კონკრეციებისა და სეპტარიების ზომები, როგორც წესი, მილიმეტრს ან იშვიათად ერთი მეტრს აღწევს, ხობში ნაპოვნი კონკრეციები კი გიგანტური ზომისაა.