ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ასფალტის საფარის დაგება იწყება

525

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე- სენაკის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება იწყება.

მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით 3 კმ -იან მონაკვეთზე განხორციელდება და სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ 1 367 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,შარაგზამშენი“ ასრულებს.