დიდ დიღომში გზებისა და სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

944

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N2ა-სა და თავდადებულის ქუჩის N26 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩის N2ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის თხოვნოთ, საბავშვო ბაღთან მისავლელი გზის რეაბილიტაციაც ხორციელდება, 4000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება და ეწყობა ბორდიურები.

ამასთან, თავდადებულის ქუჩის N26 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 2800 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

“ორივე პროექტის ღირებულება 388 514 ლარს შეადგენს”, – აცხადებენ გამგეობაში.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, პეტრიწის N12-თან სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა ატრაქციონები დამონტაჟდება. სკვერში მოეწყობა ფიტნეს ზონა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„დიდ დიღომში, სხვადახვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები ორ მისამართზე, ხოლო სკვერის მოწყობა ერთ მისამართზე მიმდინარებს. აღსანიშნავია, რომ პეტრიწის ქუჩაზე საბავშვო ბაღთან მისავლელი გზაც დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება კომფორტული გახდება. დიდ დიღომში, მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“, ხოლო სკვერის მოწყობის პროექტს შპს „გრინსერვის+“ ახორციელებს.