ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1100

წინა სტატია

ქუთაისში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ფონდიც ცნობით, რეაბილიტაცია ქუთაისში იმ სკოლებს უტარდებათ, სადაც წლების მანძილზე ამოტრიზებული მდგომარეობა იყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მე-5-ე; მე-10-ე; მე-17-ე; მე-13-ე ; #32-ე , #30-ე; #36 -ე და #33-ე სკოლებში 2019 წლის გაზახფულამდე უნდა დასრულდეს.

ფონდის ცნობით, დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება, სადაც ჯამში 15 200-მდე მოსწავლე სწავლობს. ამ სკოლების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 15 მილიონ დოლარამდეა.

ფონდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას, რომლებიც მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მდებარეობს. მიმდინარებს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით