საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარში, საყრდენი კედელი მოეწყო

928

საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 80 გრძივი მეტრის გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, გამგეობის მიერ 22 გრძივი მეტრის საყრდენი კედელი ვაშლიჯვარში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოეწყო.

ორივე საყრდენი კედლის სამუშაოების ღირებულებამ 137 324 ლარი შეადგინა”,- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.