ამბულატორია, რომელიც სოფელ ვეჯინში 2017 წელს აშენდა, ივლისში ამოქმედდება

929

წინა სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ახალ ამბულატორია რომელიც 2017 წელს აშენდა ივლისიდან ამოქმედდება. ინფორმაციას კახეტის ხმა ავრცელებს.

როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დასრულდა, თუმცა ხარვეზების გამო მისი გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

“ვეჯინის ამბულატორია ახალ შენობაში უახლოეს დღებში განთავსდება და ვეჯინელები კომფორტულ გარემოში შეძლებენ სამედიცინო მომსახურებს მიღებას. ის სამშენებლო წუნები და ხარვეზები, რომლის გამოც აქამდე ახალ შენობაში გადმოსვლა ვერ მოხერხდა, გამოსწორებულია. უპირეველს ყოვლისა ახალ შენობაში ინვენტარს გადავიტანთ. მომავალ კვირაში დასრულდება ყველა ის პროცედურა რაც ახალ შენობაში გადმოსვლისთვისაა საჭირო. ვეჯინის მოსახლეობას ექნება საშუალება, იდეალურ პირობებში მიიღოს სამედიცინო მომსახურებ“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

ამბულატორიის მშენელობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 607 ლარი დაიხარჯა.