ქუთაისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება

976

ქუთაისის ბაგა-ბაღების ფილიალებში ბავშვების რეგისტრაცია საზაფხულო არდადეგების შემდეგ დაიწყება. გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია, სავარუდოდ,  პირველი სექტემბრიდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

რეგისტრაციისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტაცია, მათ შორის: მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ბაგა-ბაღში მიღების შესახებ, ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი), ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3×4.

შეგახსენებტ, რომ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში  37 ფილიალი შედის.

ამასთან, მათთვის, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, ქუთაისის მორიგე საბავშვო ბაღები მხოლოდ ივლისში იმუშავებენ.