იცნობ თუ არა ზუგდიდის ისტორიას? – შეამოწმე შენი ცოდნის დონე

Results

გილოცავ! მშვენიერი შედეგია! როგორც ჩანს, ან ზუგდიდელი ხარ, ან ძალიან გიყვარს საქართველოს ეს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ქალაქი 🙂

როგორც ჩანს, ზუგდიდის შესახებ მხოლოდ ის გსმენია, რომ ეს ქალაქი არსებობს. არადა, ის ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ქალაქია. გირჩევ, მის შესახებ ლიტერატურას გაეცნო. ასევე, ესტუმრო მას და ყველა ის ღირსშესანიშნაობა ნახო, რაც ამ ულამაზეს ქალაქს ამშვენებს 🙂

next

#1 რომელი საუკუნისაა ყველაზე ძველი ისტორიული წყარო, რომელშიც ზუგდიდი არის მოხსენიებული?

დაიმახსოვრე, წერილობით წყაროებში ზუგდიდი პირველად XVI საუკუნეშია მოხსენიებული. მას პირველად ბერი ეგნატაშვილი 1572 წელს გურიის მთავარ მამია გურიელსა და სამეგრელოს მთავარ გიორგი III-ს შორის გამართულ ბრძოლასთან დაკავშირებით მოიხსენიებს

next

#2 რომელმა საზოგადო მოღვაწემ გააშენა ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში არსებული ხეივანი?

დაიმახსოვრე! ზუგდიდის ცენტრალური ხეივანი გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, რაფიელ ერისთავმა დაგეგმა. ხეივანი დადაიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და თავისი სილამაზით დღესაც ხიბლავს მნახველს

next

#3 ვინ გახდა 1920 წლის არჩევნების შედეგად ზუგდიდის ერობის თავმჯდომარე?

დაიმახსოვრე! 1920 წლის 25 იანვარს გაიმართა ზუგდიდის სამაზრო ერობის ხელახალი არჩევნები, რომელზეც სოციალ-დემოკრატებმა – 16 ადგილი, ესერებმა – 9, ეროვნულ-დემოკრატებმა – 5 და ფედერალისტებმა 2 ხმა მიიღეს . ერობის თავმჯდომარედ კი ისევ ლეო შენგელაია (ქიაჩელი) აირჩიეს, თუმცა, 1920 წლის მაისის ბოლოს ის ვლადიმერ ვეკუამ შეცვალა

next

#4 1930 წლამდე დღეს არსებული რომელი მუნიციპალიტეტები შედიოდა ზუგდიდის მაზრაში?

დაიმახსოვრე! ზუგდიდის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა დღეს არსებული მუნიციპალიტეტები – ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ. სენაკის მაზრაში კი შედიოდა აბაშა, მარტვილი და ძველი სენაკი.

next

#5 რომელ წელს დაიდგა პირველი სპექტაკლი ზუგდიდის თეატრში?

დაიმახსოვრე! პირველი სპექტაკლი – მოლიერის “ძალად ექიმი” ზუგდიდის თეატრში 1869 წლის 11 აპრილს დაიდგა და ის ანტონ ფურცელაძეს. თეატრში სცენისმოყვარეთა სპექტაკლები XIX საუკუნის II ნახევრიდან ინტენსიურად იმართებოდა

next

#6 დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომელ წლებში ჰქონდა მინიჭებული ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?

დაიმახსოვრე! საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს მას შემდეგ მიენიჭა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. ამ დროიდან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ჰყავდა ქალაქის მერი და საკრებულო, აგრეთვე, ჰქონდა საკუთარი ბიუჯეტი. სამწუხაროდ, თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი მხოლოდ 3 წელი არსებობდა – 2017 წლის ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის, ზუგდიდი, გააუქმა და შესაბამის სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთა

next

#7 ვინ იყო თვითმმართველი ქალაქის – ზუგდიდის პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი პირდაპირი წესით არჩეული მერი?

დაიმახსოვრე! თვითმმართველი ქალაქის – ზუგდიდის პირველი და. ჯერ-ჯერობით. უკანასკნელი პირდაპირი წესით არჩეული მერი იყო ირაკლი გოგოხია. მან 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებში გაიმარჯვა და ქალაქის მერი გახდა. გოგოხიას მერობის პერიოდში, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვტილებით, 2017 წლის ბოლოს, ზუგდიდმა, სხვა 6 ქალაქთან ერთად, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი დაკარგა

next

#8 რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი ზუგდიდში?

დაიმახსოვრე! ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი ზუგდიდში დადიანების სასახლეთა კომპლექსია. დადიანთა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აკაკი ჭანტურიას თაოსნობით, ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დაარსდა

next

#9 რა დაწესებულების უფროსი იყო რაფიელ ერისთავი 1857-1867 წლებში?

დაიმახსოვრე! რაფიელ ერისთავი 1857-1867 წლებში ზუგდიდის მაზრის უფროსი იყო. მას, ასევე,  დიდი წვლილი მიუძღვის ზუგდიდის ქალაქად ფორმირების საქმეში.

next

#10 ჩამოთვლილთაგან რომელი მუნიციპალიტეტი არ ესაზღვრება ზუგდიდს?

დაიმახსოვრე! ფოთი ზუგდიდს არ ესაზღვრება. მართალია, არის სხვა მუნიციპალიტეტებიც, რომლებიც ზუგდიდს არ ესაზღვრება, თუმცა, ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ ფოთია, რომელიც ზუგდიდის მეზობლად არაა

next

#11 რომელ წელს დაარსდა ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა?

დაიმახსოვრე! 1848 წელს, სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა საფრანგეთიდან მოიწვია გრაფი როზმორდიუკი, რომელმაც ქალაქში აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა დააარსა. ფაბრიკამ 1863 წლამდე იარსება

next

#12 რამდენ ხანს იარსება ე.წ. “ზუგდიდის რესპუბლიკამ”?

1905 წლის რევოლუციის ქარცეცხლი მთელს რუსეთის იმპერიაში მძვინვარებდა, ქ. ზუგდიდში რევოლუციონერებმა თვენახევრის განმავლობაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს და ეს ხანა იმთავითვე მოინათლა ,,ზუგდიდის რესპუბლიკის’’ სახელით, რომლის მეთაურთა შორის იყო ლეო შენგელია, შემდგომში სახელოვანი მწერალი ლეო ქიაჩელი

next

#13 რამდენი ადამიანი ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე?

დაიმახსოვრე! 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 105 500 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 42 998 – ქალაქ ზუგდიდში, ხოლო 62 511 – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუნიციპალიტეტია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეებში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია

next

#14 ვინ არის დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი?

დაიმახსოვრე! დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაა. მანამდე, 2014-2016 წლებში, ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო 2016 წლის ნოემბრიდან (ედიშერ თოლორაიას გადეპუტატების შემდეგ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსურლებელი იყო.

finish