უკრაინაში, ქალაქ დროგობიჩის მერი შეხვედრაზე მისულ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

663

უკრაინაში, ლვოვის ოლქში, ქალაქ დროგობიჩის მერმა ტარას კუჩმამ შეხვედრაზე მისულ აქტივისტს დაარტყა.

იციდენტი ქალაქ დროგობიჩის საკრებულოში მოხდა, როდესაც მოქალაქეები ქალაქის ერთ-ერთ უბანში არსებული უკანონო ნაგავსაყრელის გაუქმებასთან დაკავშირებით მერთან შეხვედრას მართავდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც მერის გულგრილობა ვერ აიტანა, მას ქურდი და ბანდიტი უწოდა. საპასუხოდ ტარას კუჩმამ მას დაარტყა. მერმა, ასევე, თქვა, რომ ყველას სცემს, ვინც გაბედავს და მას ქურდს უწოდებს.

მოგვიანებით კუჩმამ თქვა, რომ თავისი ქცევისთვის ბოდიში მოიხადა. “როგორც მერს, ასე მოქცევის უფლება არ მქონდა. ყველას, პირველ რიგში კი, დროგობიჩის საზოგადოებას, ბოდიში მოვუხადე და შევპირდი, რომ ასე აღარასდროს მოვიქცევი, რადგან მე ამ საზოგადოების სახე ვარ”, – განაცხადა მან, თუმცა, მერი იმასაც ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეო ამოჭრილია და არ ჩანს, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი.

შემთხვევის ადგილას მივიდა პოლიციაც, რომელმაც ინციდენტზე საქმე უკვე აღძრა.

კუჩმა თქმით, კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ ქალაქიდან ნარჩენების გატანა ვერ ხერხდება, რადგან ნაგავსაყრელი აქტივისტების მიერ ბლოკირებულია. მოქალაქეები კი შექმნილ ვითარებაში მას ადანაშაულებენ. თუმცა, დროგობიჩის მერი იმასაც ვარაუდობს, რომ პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი იმისათვის, რომ ის ქალაქის ხელმძღვანელობიდან გადააყენონ.

როგორც ირკვევა, კუჩმა “მაიდანის” მონაწილე იყო, ის არის პარტიის – “სახალხო კონტროლის” წევრია. მერად არჩვამდე ის იყო კულჩიცკის ბატალიონის მთავარი ექიმი.

როგორც ცნობილია, კუჩმა მაიდანის მონაწილეა, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე, პარტიის – “სახალხო კონტროლის”” წევრი, მერად არჩევამდე იყო კულჩიცკის სახელობის ბატალიონის მთავარი ექიმი.

დროგობიჩი ქალაქია უკრაინაში, რომელიც ლვოვის ოლქში მდებარეობს. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 97 768 კაცს შეადგენდა.