კალაძე გაფიცულ მემანქანეებს ხვდება

1185

თბილისის მერიაში კახა კალაძე და მისი მოადგილეები მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს ხვდებიან. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, როდის აღდგება მეტროპოლიტენის მუშაობა და ასევე ის, გაეზრდებათ თუ არა მემანქანეებს ხელფასი.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.