ქუთაისში საკონცერტო დარბაზის აშენებას ითხოვენ

1182

ქუთაისში საკონცერტო დარბაზის აშენებას ითხოვენ. ქალაქში არსებული მუსიკალური სკოლების დირექტორების განმარტებით, ამ ფუნქციას ნომერ მეორე სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ითავსებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მათი თქმით, ბავშვებს, რომლებიც მუსიკალურ სასწავლებელში ცოდნას იღებენ, ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა თითქმის არ ეძლევათ. ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.

“დამოუკიდებელი ტიპის საკონცერტო დარბაზი ეს არის ფილარმონიული საკონცერტო ცხოვრების განვითარების კიდევ ერთი საშუალება. ეს არის საკონცერტი ცხოვრების გაღვიძების, დინამიზაციისა და აყვავების კიდევ ერთი საშუალება. დღეისათვის ამ ფუნქციას ქუთაისის #2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი და ოპერეისა და ბალეტის თეატრი ითავსებენ. საკონცერტო დარბაზის აშენების შემდეგ კი მოხდება ერთგვარი დიფერენციაცია, სკოლების შემოქმედებითი ცხოვრების, ქალაქის საოპერო თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების და პარალელურად ფილარმონიული ტიპის საკონცერტო ცხოვრების. საკონცერტიო დარბაზის არსებობა, ოპერის არსებობა, გალერეის არსებობა განსაზღვრავს ნებისმიერი ქალაქის კულტურულ დონეს”, -ამბობს ქუთაისის #2 სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ნინო დოღონაძე.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ კულტურული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების  მმართველი ვაჟა ჯუღელი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, საკონცერტო დარბაზი ვერ აშენდება. მისივე თქმით, პროექტი დიდი თანხებთანაა დაკავშირებული, რისის საშუალებაც ამ ეტაპზე ქალაქს არ აქვს.