ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს

948

ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი არარატ საჰარიანი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მას პირადი გამორჩენის მიზნით, 1 000 ლარად ბაზრის ტერიტორიაზე ფართის გაქირავების გამო ედავებიან. გამოძიების ცნობით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა. ამიტომ ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედება. რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

საჰარიანი შპს „ახალქალაქის ბაზრის“ დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. შპს „ახალქალაქის ბაზრის“ უფროსი კონტროლიორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 16 მაისს დააკავეს. მას აღკვეთის ღინისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.