23 მაისს, საგარეჯოში, ცენტრალური სტადიონი გაიხსნება

992

23 მაისს, ქალაქ საგარეჯოში, ცენტრალური სტადიონი გაიხსნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

15 საათზე სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი.

პროექტი, რომლის ფარგლებში ცენტრალურ სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაახორციელა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ , სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯა.

“სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი მინდვრის საფარი. თანამედროვე ტიპის სტადიონით სარგებლობა ნებისმერ პირს შეეძლება”, – განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.