ინიციატივა არ ისჯება! – ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!

2619

ინიციატივა არ ისჯება! – ეს არის ფილმი, რომელიც იმ ადამიანების ისტორიებზე მოგვითხრობს, ვინც საოცარი შემართებითა და თავდადებით იშრომეს იმისათვის, რომ თავისი სოფლის, თავისი ქალაქის თემის განვითარებისთვის მყარი საფუძველი შეექმნათ.

კოსტა ამირაჯიბი, ნოტიო ლოლუა, ილია წინამძღვრიშვილი, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე, ლავრენტი წულაძე და გურიის ბიბლიოთეკა, ევგენი დვალი, ივანე კოლელიშვილი და გულგულას კომუნა – ეს ისტორიები თვალნათლივ დაგანახებთ, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა სოფლის თემის განვითარებას საქართველოში მის გასაბჭოებამდე. ამბები, რომლებსაც, სწორედ გასაბჭოების გამო, ტრაგიკული დასასრული ხვდა წილად, თუმცა, ისტორიას საუკეთესო მაგალითები შემოუნახა.

ამის მიუხედავად, ინიციატივა არ ისჯება და ის, თითქმის 2 საუკუნის შემდეგ, მცირედ სახეცვლილად, მაგრამ მაინც გაგრძელდა. ახლა უკვე, ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, ანა მარგველაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, მაია ბიძინაშვილი, ნანა ბაგალიშვილი, თორნიკე ადამაშვილი და ირაკლი სარდანაშვილი თემის თვითორგანიზების საუკეთესო მაგალითებს ქმნიან.

ფილმი დაეფუძნა “სათემო განვითარების ცენტრის” კვლევას, რომელმაც, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, გააანალიზა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში სათემო, საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორია, თვითორგანიზების გამოცდილება. კვლევის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი “თბილისი” და კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი.

კვლევის შედეგად გამოცემულმა ორტომეულმა – “ინიციატივა ცვლილებებისათვის” (წიგნი Iწიგნი II) აჩვენა, რომ ამ დროს დაწყებულმა თვითმმართველობის, დემოკრატიისა და განმანათლებლობის პროცესებმა რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში და იგი მოწინავე, განვითარების შეუქცევად გზაზე შემდგარ ერთობად აქცია, თუმცა, ეს პროცესი 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციამ ძალადობრივად შეწყვიტა.

ფილმი მისმა ავტორებმა ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით გადაიღეს.